ქუთაისში, საპატრიარქოს საავადმყოფოს ხანძარი გაუჩნდა
ქუთაისში, საპატრიარქოს საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. როგორც თვთმხილველებმა „ნიუპრესს“განუცხადეს, საავადმყოფოს საცავის 15 კვ.მ ფართობი დაიწვა.
"სამაშველო ბრიგადის ხმამ გამაღვიძა, გარეთ გამოვედი და დავინახე, რომ საღორიის საავადმყოფოს ცეცხლი ეკიდა. რამდენიმე ერთეული ტექნიკა მუშაობდა, თუმცა იყო საუბარი იმაზე, რომ ავადმყოფები სხვა სტაციონარში გადაეყვანათ. მაგრამ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა და ავადმყოფების გადაყვანაც საჭირო აღარ გახდა",- აღნიშნა თვითმხილველმა ქეთო რაზმაძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საავადმყოფოს საცავს ცეცხლი დილის ხუთ საათზე გაუჩნდა. სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოახდინა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანაგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სააგენტოში ადასტურებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















