ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების შემოწმება მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება.
სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 37-მდე ობიექტი, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა, სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















