|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"9 აპრილის სულისკვეთებამ საბჭოთა კავშირი დაანგრია"

9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს ქუთაისში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ღამის პირველს საათზე შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, 9 აპრილის მშვიდობისა და თავისუფლების სულისკვეთებამ საბჭოთა კავშირი დაანგრია. ამ დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს დღე არასოდეს  უნდა იყოს დავიწყებული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სანთლები აანთეს და ფრანები გაუშვეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი