|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქველმოქმედების მადლი ის არის, რომ თვითონაც იცვლები უკეთესობისაკენ"

შემოქმედებითმა ჯგუფმა "ლომისმა" და მასთან არსებულმა "ქუჩის მუსიკოსებმა" ქუთაისში კონცერტი გამართეს. საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში მცხოვრებ გულიზა ჯავახაძესა და მისი ორგანიზაციის "მოწყალება" ბენეფიციარებს ეძღვნებოდათ.

გულიზა ჯავახაძე სატელევიზიო გადაცემა "იმედის გმირების" ერთ–ერთი გმირი იყო. ის წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 პირს ეხმარება. დაჯილდოებაზე გულიზა ჯავახაძის წარმდგენი "ლიმისის" ხელმძღვანელი გია ბაღაშვილი იყო, სადაც  მან პირობა დადო, რომ  ქუთაისში  კონცერტს გამართავდნენ.

"მე ვიყავი არაჩვეულებრივი ქალბატობის გულიზა ჯავახაძის წარმდგენი და დავპირდი  მას, რომ ჩამოვიდოდი ქუთაიში და მისი ბენეფიციარებისთვის კონცერტს გავმართავდით. ქველმოქმედების მადლი ის არის, რომ თვითონაც იცვლები უკეთესობისკენ. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ გულიზას გულისხმიერებისა და კეთილი საქმისთვის"–განაცხადა გია ბაღაშვილმა.

გულიზა ჯავახაძის თქმით, კარგია, რომ დღევანდელი საღამო შედგა და შშმ პირებს მასზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

კონცერტს მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ გაუწია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა