რა არის მედიანური ხელფასი და რამდენ ლარს შეადგენს ის საქართველოში?
მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმატიკულს წარმოადგენს. საქსტატის მონაცემით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასები 2022 წლის მდგომარეობით 1,040 ლარს შეადგენს.
ამავე წელს საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 1,543 ლარი იყო, რაც მედიანურ ხელფასს 32%-ით აღემატებოდა.
ორივე მაჩვენებელს აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით, შესაბამისად მედიანური ხელფასი სინამდვილეში 832 ლარს, ხოლო საშუალო ხელფასი თვეში 1,234 ლარს შეადგენდა.
სფეროების მიხედვით მედიანური ხელფასი სხვადასხვაა:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 703 ლარი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 637 ლარი;
• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 1 547 ლარი;
• მშენებლობა - 1 500 ლარი;
• ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 425 ლარი.
ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი კი განათლების სფეროშია და ის თვეში 747 ლარს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი