|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან ინერვიულა, არ ეგონა, თუ სიებს სათითაოდ გადაამოწმებდნენ"

ქუთაისში, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს სამსახურის დაკაგვის მუქარით საარჩევნოდ ხმების მობილიზებას აიძულებენ - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქალაქის მერიის ერთ-ერთ დანაყოფში დასაქმებული პირი ესაუბრა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.  

 მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საპასუხისმგებლო პოზიციებზე მყოფი პირები შეკრიბეს და  საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების წარმოდგენა დაავალეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სხვადასხვა პირს სხვადასხვა რაოდენობის, დაახლოებით 10-დან 20-მდე ადამიანის მობილიზება ევალება. მათ სპეციალურ ბლანკში უნდა დააფიქსირონ სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი, ტელეფონის ნომერი და სხვა მონაცემები.

ჩვენი რესპოდენტის თქმით, თანამშრომლები სამსახურის შენარჩუნების მიზნით იძულებული არიან, ეს მოთხოვნა შეასრულონ.

"ერთ-ერთს დაურეკეს და უთხრეს, რომ შენს მიერ მოწოდებულ სიაში ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიანო.  ძალიან ინერვიულა, არ ეგონა, თუ სიებს სათითაოდ გადაამოწმებდნენ. მას თავის მართლება მოუწია, უთქვამს, რომ, როგორც ჩანს, მოხუცმა გიპასუხათ, თორემ ოჯახის დანარჩენი წევრები ხელისუფლების მხარდამჭრები არიანო", -გვიამბობს ჩვენი რესპოდენტი.

მისივე თქმით, ერთ-ერთ თანამშრომელს კი, რომელიც თავის უბანს კარგად იცნობს და დახმარება მოთხოვეს, უკითხავს, - ეს  ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ, კოორდინატორები ხომ გყავთო? -  რაზეც  უპასუხეს, ხელფასები არ გინდათ მიიღოთო?. 

 ჩვენს კითხვაზე, თუ როგორია თავად ამ ადამიანების განწყობა და ისინი რეალურად აპირებენ თუ არა ხმა მისცენ სახელისუფლებო კანდიდატს, ჩვენი რესპოდენტი აცხადებს, რომ თანამშრომლები ჩვეულებრივ საუბრებში ხელისუფლების საქმიანობას კრიტიკულად აფასებენ და არ უნდათ ხმა მათ კანდიდატს მისცენ, მაგრამ ეშინიათ, რომ მათ გადაამოწმებენ. თუ რა ფორმით უნდა დაუმტკიცონ მმართველ ძალას ამ ადამიანებმა, თუ რომელ კანდიდატს მისცემენ ხმა, ჩვენმა რესპოდენტმა, ეს არ იცის. 

 ჩვენ მერიის ააიპების სხვა თანამშრომლებსაც გავესაუბრეთ, როგორც გვითხრეს, მათ მსგავსი დავალებების შესახებ არ სმენიათ. როგორც ერთ-ერთმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა, ასეთი დავალება ცალკეული ხელმძღვანელის ინიციატივა არის, რადგან თუ ასეთი დავალება იყო, მაშინ ყველას დაავალებდნენ.

ქუთაისის მერიაში ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა