|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა გაზპრომს"- ქუთაისში აქციები გრძელდება (ფოტო)

არასამთავრობო ორგანიზაციის  "ევროპა ჩვენი სახლია" ორგანიზებით ქუთაისში აქცია  სახელწოდებით "არა გაზპრომს"  გრძელდება.  აქციის მონაწილეებმა  ქალაქის ცენტრში სტიკერები - "არა გაზპრომს"  დაარიგეს.  ამით მოძრაობის "დაიცავი თავისუფლება" მიერ დაწყებულ აქციას უერთდებიან. სტიკერების დარიგება დილიდან დაიწყეს და ამ დრომდე გრძელდება ქალაქის ცეტრალურ ნაწილში. 

"გუშინ ჩვენ დავიწყეთ აქციები, რომლითაც ვაპროტესტებთ რუსეთის გავლენების ზრდას საქართველოში კერძოდ "გაზპრომის" კვლავ დაბრუნებას ქართულ ენერგეტიკაში. დღეს ვაგრძელებთ იგივე აქციას, ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით ინფორმაციას მასშტაბურ აქციაზე,  რომელიც ხვალ თბილისში  გაიმართება", - აღნიშნა  არასამთავრობო ორგანიზაციის "ევრობა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა