რა ქონებას ფლობს დავით ლორთქიფანიძე?
"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამოქვეყნებას. ამჯერად იმ პარლამენტარის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, რომლის პიჯაკზეც ამ ბოლო დროს ყველაზე მეტს ლაპარაკობენ.
როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, პარლამენტის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის ქონებრივი მდგომარეობა სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება.
დავით ლორთქიფანიძე 1963 წელს ქუთაისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე ეკატერინე ამაღლობელი და ორი შვილი. მის სახელზეა რეგისტრირებული 80.00 კვ. მ ბინა თბილისში, დიღმის მასივში.
დეპუტატი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, მის ანაგარიშზე 7000.00 აშშ დოლარი და 12500.00 ლარი ირიცხება. მისი მეუღლის, ეკატერინე ამაღლობელის ანგარიშზე კი- 10000.00 ლარი და 7000.00 დოლარი.
დავით ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წევრობისათვის ხელფასის სახით წლიურად 60285 ლარს იღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















