რა ქონებას ფლობს დიმიტრი ქუმსიშვილი?
"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მკითხველისათვის გაცნობას. ამჯერად წარმოგიდგენთ დიმიტრი ქუმსიშვილის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მომავალი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკმაოდ შეძლებული ადამიანია.
2015 წელს შევსებული ქონებრივი დეკრალაციიდან ირკვევა, მინისტრის სახელზე 7 ბინა და ერთი საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული. შარტავას ქუჩაზე 189.00 კვ.მ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 40.00 კვ.მ. ქავთარაძეს ქუჩაზე 58.00 კვ.მ. და სხვა.
ქუმსიშვილს საცხოვრებელი სახლი, თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე აქვს, რომლის ფართობი – 312.00 კვ.მ-ია. ის თბილისში ასევ 3 მიწის ნაკვეთს ფლობს.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობასა და საბანკო ანგარიშების, ქუმსიშვილის დეკლარაცია ამ მხრივაც შთამბეჭდავია. ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესში“ 20 000 USD ფასიანი ქაღალდის მფლობელია.
ქუმსიშვილს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში აქვს ანგარიშები გახსნილი. „თი-ბი-სი“ ბანკი 3 374 USD. მის მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს ანაბარი ასევე აქვს გახსნილი იმავე ბანკში 26 604 USD და 6 842.00 ევრო. თავად ქუმსიშვილს „ქართუ ბანკში“ 1 000 USD-იანი დეპოზიტი აქვს გახსნილი.
ის ყოველთვიურად ხელფასის სახით 7 094 ლარს იღებდა, რამაც ერთი წლის განმავლობაში 86 775 ლარი შეადგინა.
ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრად 2015 წლიდან მუშაობს. მან ამ პოსტზე კვირიკაშვილი ჩაანაცვლა.
ქუმსიშვილიც, მსგავსად კვირიკაშვილისა და ღარიბაშვილისა, გარკვეული პერიოდი „ქართუ ბანკში“ მუშაობდა. 1999-2011 ქუმსიშვილი გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1997-1999 „ქართუ ბანკის“ ხაზინის უფროსი იყო. მომავალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც 1999-2011 წლებში, იმავე “ქართუ ბანკში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















