|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის მქონე პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

დეპუტატს ჰყავს მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი და შვილი ნინო ორაგველიძე.

დეპუტატის 2016 წლის 12 იანვარს შევსებული დეკლარაცია იდენტურია წინა წელს შევსებული დეკლარაციისა, რომელთა თანახმად, დეპუტატის სახელზე  თბილისში ორი საცხოვრებელი ბინაა რეგისტირებული,  აბაშიძის ქ. N64 ბ.28, ფართობი - 95.56 კვ.მ და ბერბუკის ქ. N8 ბ 91, ფართობი - 180.00 კვ

უცვლელია დეპუტატის ოჯახის  შემოსავლები და საკრედიტო ვალდებულებებიც.

 მანანა კობახიძის წლიური შემოსავალი საქართველოს პარლამენტში შესულებული სამუშაოსათვის  76 845  ლარით  არის განსაზღვრული.

მისი მეუღლის, ზაზა გოგიჩაიშვილის  წლიური შემოსავალი  შ.პ.ს. ქართული ბროილერი მონიტორინგის სამსახურიის უფროსის პოსტზე საქმიანობისათვის 24765.06 ლარით არის განსაზღვრული.  მის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRVდა ფლობს თანხას,  20 000.00 ლარის  ოდენობით.

დეპუტატს გასავლის სახით მითითებული აქვს შვილის სწავლის საფასური,  6645.00 ლარი და ჩეხეთში  ბინის ქირავნობისათვის  870.00 ევრო.

 
მანანა  კობახიძემ 1990 წელს  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.   2003 წელს კი თბილისის იურიდიული ინსტიტუტი. 2003 წლიდან ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.  პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტის პარალელურად,    საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს ფლობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა