რა ქონებას ფლობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი
"ნიუპრესი"აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 8 იანვარსაა შევსებული, მის სახელზეა გაფორმებული 2 საცხოვრებელი სახლი - თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 190.00 კვ.მ და დუშეთის რაიონში, 250.00 კვ.მ ფართობის სახლები.
ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34.00 კვ.მ ფართობი.
კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450.00 კვ.მ და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 432.00 კვ.მ ფართობის.
გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გახსნილი იყო 5 საბანკო ანგარიში, მათგან 4 ბანკ "ქართუში", ერთიც "თი-ბი-სი"-ში. ერთი სახელფასო, დანარჩენი კი საკრედიტო ანგარიშებია.
კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 150 ლარი. ამავე ბანკში არსებულ სამ სხვადასხვა ანგარიშზე კი: 14000.00 ლარი, 10000.00 აშშ დოლარი და 5000.00 ევრო, ხოლო "თი-ბი-სი"-ში გახსნილ ანგარიშზე ერიცხებოდა 4930.00 აშშ დოლარი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















