|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერი?

"ნიუპრესი" აგრძელებს   თანამდებობის  პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის მერის შოთა  მურღულიას ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

შოთა მურღულიას ყავს მეუღლე თეონა შეყილაძე და ორი შვილი, მარიამ  და ნია მურღულიები. 

შოთა მურღულიას სახელზეა საცხოვრებელი   90 კვ.მ ფართი თბილისში,  საბურთალოს ქუჩაზე. მისი მეუღლის თეონა შეყილაძის  სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომობილი  Mercedes Benz ML350; 2003 წლის.

 შოთა მურღულიას შემოსავალს შეადგენს ქუთაისის  მერობისთვის მიღებული ანაზღაურება - 33 000 ლარის ოდენობით, ასევე  გრიგოლ  რობაქიძის უნივერსიტეტიდან და სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ლექტორობის საზღაური 20 625 ლარი  და 11 400 ლარი.

მისი მეუღლის - კი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საქმიანობისათვის 25 000 ლარი. 

მისი მეუღლე თეონა შეყილაძე არის  თბილისში  დაფუძნებული  შპს DMT-ს პარტნიორი.  ფირმის  შემოსავალი დაფიქსირებული არ არის. 

 ქუთაისის მერს დეკლარაცია შევსებული აქვს 2016 წლის 18 იანვარს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი