|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს საჩივრით 534-მა მოქალაქემ მიმართა

რას ნიშნავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და რა შემთხვევაში შეუძლია მიმართოს მას მოქალაქემ, შესაძლებელია,  თუ არა ინსპექტორის ჩარევის შედეგად კონკრეტული საქმის შედეგი შეიცვალოს? -  ამ კითხვებთან დაკავშირებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დამოუკიდებელმა ინსპექტრმა ქეთევან ცინცაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სამსახურს საჩივრით უკვე 534-მა მოქალაქემ მიმართა.

"დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური დისციპლინარულ სამართალწარმოებას ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა უნდსა იცოდნენ, რა არის გადაცდომა და რა ტიპის საჩივარს მოყვება  შედეგი, ხშირია ისეთ შემთხვეები, რომ მხარეები ისეთი ტიპის შემთხვევებზე მიუთითებენ, რომელიც თავის არსით გადაცდომას არ წარმოადგენს, შესაბამისად,  შედეგი ვერ მოყვება", - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

მისი თქმით, ინსპექტორის მიერ საქმეზე მოკვლევა თავად საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ეს შეიძლება გახდეს მოსამართლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ეს იქნება შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, ან თანამდებობიდან გათავისუფლება.

"ხშირად მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ თუ დადგინდება ჩვენთან გადაცდომა, შეიცვლება გადაწყვეტილება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. ამის უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს", - აღნიშნა ცინცაძემ.

 მისი თქმით, არის საქმეები, რომდესაც მოსამარლეების მიმართ გამოყენებული იქნა გარკვეული ზემოქმედების ღონისძიებები.   

დამოუკიდებელი ინსპექტორის თქმით, მოქალაქეები ყველაზე ხშირად სასამართლოების მხრიდან  საქმეების განხილვის გაჭიანურებას მიუთითებენ, რაც სასამართლოების გადატვირთულობას უკავშირდება. 

დამოიკიდებელი ინსპექტორის სამსახური 2017 წელს შეიქმნა, 2017- 18 წლებში სამსახურში 449  საჩივარი შევიდა, 2019 წელს კი  85 საჩივარია შესული.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა