|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში იმერეთი?

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის სავარაუდო  ვერსიის განხილვა უკვე მიმდინარეობს. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, სიაში ახალი სახეები იქნებიან.

რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო სიაში იმერეთის და კერძოდ, ქუთაისის წარმომადგენლობა, ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი უჭირს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი ჭიღვარიას. მისი თქმით, ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. 

სავარაუდო სიებზე ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტარი ომან ნიშნიანიძეც. მისი თქმით, მაისი იქნება გადამწვეტი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარტია ყრილობისთვის ემზადება, რომელიც 14 მაისს გაიმართება. ყრილობის  შემდეგ პარტია სიებსა და სამოვავლო გეგმებს გაასაჯაროებს.  ნიშნიანიძის განმარტებით, "რუსთავი 2" -ის მიერ გამოტანილ სიას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. რაც შეეხება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას, ომარ ნიშნიანიძე "ნიუპრესს" უდასტურებს, რომ მას აქვს სურვილი ქუთაისის მაჟორიტარობისათვის იბძოლოს.

არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში, შესაძლოა, მოხვდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი პაატა ნადირაძე, ასევე ქუთაისის მერი შოთა მურღულია. თუმცა, ჩამოთვლილი კანდიდატები ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ არც გამორიცხავენ, რომ  პარტიულ დავალების შემთხვევაში  გუნდის გამარჯვებისათვის იბრძოლონ.

სიის სავარაუდო პირველ ნომრებზე უკვე საუბრობს ტელევიზია, შეგახსენებთ,  "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო სიის სათავეში თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მიხეილ დუნდუა, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი უძილაური და სხვა მეტ-ნაკლებად ნაცნობი სახეები, ძირითადად, "20-30"-ის გუნდის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მოიაზრებიან.   სიის პირველი ნომერი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

 

ავტორი: ნიუპრესი