|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური პროგრამები, რომლითაც ქუთაისელებს შეუძლიათ ისარგებლონ

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც 2016  ბიუჯეტში 3 990 000 ლარი გამოიყო.

როგორც სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე აცხადებს, წელს რამდენიმე ახალი პროგრამის დამატება მოხდება.  "ნიუპრესი" გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლითც სარგებლომა ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.

"სამედიცინო დახმარების“ პროგრამა -  500 000 ლარი. 

„ეპილეფსიით დაავადებულთა  ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა - 35 000 ლარი. 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის“ პროგრამისათვის  38 000 ლარია განკუთვნილი. 

„ მედიკამენტებით უზრუნველყოფის“  პროგრამა 300 000 ლარი. 

  „სარიტუალო დახმარების“  პროგრამა  70 000 ლარი. 

„მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამისათვის  736 000 ლარი გამოიყო. 

  „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის“  პროგრამა ბიუჯეტი 150 000 ლარი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის“ პროგრამა ბიუჯეტი 450 000 ლარი. 

„სოციალური ღონისძიებების” პროგრამა ბიუჯეტი 410 000 ლარი. 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ პროგრამა 25 000 ლარით დაფინასდა. 

"სოციალური საცხოვრისის“ პროგრამა  20 000 ლარი. 

"შინ მოვლის“ მომსახურების პროგრამა ბიუჯეტი 20 000 ლარი. 

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების’’ პროგრამის ბიუჯეტმა 20 000 ლარი შეადგინა. 

"უფასო მგზავრობის” პროგრამა  167 000 ლარით დაფინასდა. 

ქუთაისში გუმათის ტერიტორიული  ერთეულის სოციალურად დაუცველი ოჯახების  ბუნებრივი აირის გამრიცხველიანების ხელშეწყობის “ პროგრამისათვის 12 000 ლარი.

„კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების” პროგრამა 15 000,  ლეიკოზით და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის” პროგრამა 22 000 ლარითაა დაფიანსებული.

 წელს პირველად მოხდება საბინაო ფონდის-დროებითი საცხოვრისის შექმნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  1000 000 ლარია გამოყოფილი. ქუთაისის მერის განცხადებით, მარტის ბოლოდან უკვე დაიწყება აქტივობა და წლის ბოლოსათვის 50 ახალი საცხოვრის მოეწყობა.

გასულ წელს მერიის სოციალური სამსახურის მიერ  დახმარება 39 140 მოქალაქეს გაეწია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი