|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უჯდება ქუთაისს მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მერია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.  ტენდერის ღირებულება 26 880 ლარია.  მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.  მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა მოხდება თანადაფინანსების პრინციპით.

თოთოეული სადაზღვევო პაკეტი უნდა ითვალისწინებდეს  სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას 3 (სამი) ტიპის სადაზღვევო პაკეტზე. წინადადებების მიღება 27 იანვარს სრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი