ქუთაისის მერიას რაგბის მსოფლიო კავშირი მადლობას უხდის
რაგბის მსოფლიო კავშირი ქუთაისის მერიას რაგბის 20 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.
რაგბის მსოფლიო კავშირის თავმჯდომარის ბილ ბეაუმონტისგანცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად რაგბის 20- წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
”მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისათვის, რაც გამოხატეთ 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოში. ტურნირი წარმატებული გამოვიდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით იმ მომსახურებით, რაც გუნდებს გაეწიათ. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური პასუხები იმ გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემპიონატში. სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ მათი შეფასება ძალიან პოზიტიურია.
ქუთაისმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ტურნირის წარმატებულად ჩატარებაში. ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით იყო ორგანიზებული. იმ გუნდებს, რომლებიც თვქენს ქალაქში იმყოფებოდნენ, მათ თბილი დახვედრა მოუწყვეს.
ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ტურნირი თქვენს ქალაქში ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზებას და განვითარებას, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ თქვენს ქალაქს ხელეწიფება ჩაატაროს დიდი სპორტული საერთაშორისო შეჯიბრებები,"-ნათქვამია ბილ ბეაუმონტის მიერ ქუთაისი მერიისთვის გამოგზავნილ წერილში.
რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















