|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენი ახალგაზრდა უნდა შეიწიროს კიდევ ამ გზამ?" - ქუთაისში აქცია გამართეს [VIDEO]

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები საგზაო მოძრაობის მოუწესრიგებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს აქცია გამართეს და მერია უყურადღებობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, რუსთაველის გამზირის აღნიშნული მონაკვეთი ვიწროა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.

"ვიწრო გზაა ისედაც და პარკირების გამო საერთოდ გართულებულია მოძრაობა. ამის გამო ხშირად ხდება ავარიები. ვერ ვსარგებლობთ ამ გზით, ვერ გადავდივართ, მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ", -აცხადებენ ადგილობრივები.

მათ აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია. გოგი წულაიას თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალხმრივი უნდა გახდეს და ტრანსპორტმა ბარათაშვილის ქუჩით უნდა იმოძრაოს, რითაც მოძრაობა განიმუხტება.

"რამდენი ახალგაზრდა უნდა შეიწიროს კიდევ ამ გზამ, რომ მიხვდნენ, რომ რაღაც არის შესაცვლელი?"-აცხადებს წულაია. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა