რამდენი პროექტი დააფინანსა "აწამოე საქართველომ" იმერეთსა და ქუთაისში?
პროექტში "აწარმოე საქართველო" 2015 წლიდან დღემდე იმერეთიდან 5 594 განცხადებაა შესული, აქედან 2016 წლამდე 426 განცხადება დაფინანსდა.
მათ შორის ქუთაისში 2015 წლიდან დღემდე, დაფინანსებაზე 1 357-მა მსურველმა შეიტანა განცხადება. აქედან 2016 წლის ჩათვლით მხოლოდ 92 განცხადება დაკმაყოფილდა.
კერძოდ; 1 რაუნდი - შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 1284, მათ შორის ქუთაისში: 180.
დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 160 მათ შორის ქუთაისში - 27
2 რაუნდი: შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 1 583, მათ შორის ქუთაისში: 408.
დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 236, მათ შორის ქუთაისში: 65.
3 რაუნდი (მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებისთვის)
შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 165, მათ შორის ქუთაისში: 6.
დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 30, მათ შორის ქუთაისში: 0.
4 რაუნდი, რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს ბიზნეს იდეების კონკურსში შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში - 2561; მათ შორის ქუთაისში - 763; დაფინანსების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია ცნობილი არ არის.
ინფორმაცია "ნიუპრესს" პროექტის წარმომადგენლობიდან მოაწოდეს, დაფინანსების სხვა დეტალები კონფიდენციალურია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















