|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენი ლარით დაჯარიმდებით ხმაურის გამო?

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვითაც ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება. 

 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით ფიზიკური პირი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1 000 ლარით. წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა ორმაგდება. 

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძეა. როგორც კობახიძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ პროექტი კანონის სახეს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და 1-ლი სექტემბრიდან უკვე ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება. 
 
 კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობაც ექნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი