|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენიმე დღეა ცენტრალურ მოედანზე შადრევანი არ ფუქციონირებს"-გია უკლება

ქუთაისის საკრებულის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია უკლება ქალაქის ცენტრალური შადრევნის უფუნქციობას აპროტესტებს.

უკლებას განცხადებით, ქუთაისში შადრევნების მოვლის პროგრამაში ბიუჯეტით გათვალისწინებულია 320 ათასი ლარი, თუმცა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამოდენიმე დღეა, შადრევანი არ ფუქციონირებს.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნები ყოველ თვეში იწმინდება და ირეცხება.

"ამ პროცესს დაახლოებით ოთხი დღე ჭირდება, რადგან წყალი გამდინარე არაა და ის ბრუნდება, ამიტომ მისი ხშირი რეცხვაა საჭირო.  ეს ყოველთვის ასე იყო. ბატონი გია უკლებას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ასე იყო, სამწუხაროა, რომ აღარ ახსოვს"-აღნიშნავენ მერიაში. 

ქუთაისის ბაღებსა და სკვერებში რამდენიმე  შადრევანია,  ყველაზე კარგ მდგომარეობაში ქალაქის  მოედანსა და ცენტრალურ ბულვარში არსებული შადრევნებია.  ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში არსებული შადრევანი კი უმეტესად წყლის გარეშეა დარჩენილი, შადრევანი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და გაბაშვილის პარკის დაქვემდებარებაშია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა