|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რამდენიმე თვის წინ მოწყობილი ტროტუარი კვლავ დაზიანებულია

ქუთაისში, "ჯაჭვის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ მოწყობილი ტროტუარი უკვე დაზიანდა.  ფილები ამოყრილია, რაც ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემას უქმნის.   

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ფილების მომწყობ კომპანიას გარანტია 2 წელი აქვს და ამ დროის განმავლობაში დაზიანებული ფილების აღდგენა ევალება.


„კომპანიას ექსპლუატაციის ვადა აქვს 2 წელი, ამ ხნის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა ხარვეზის გამოასწორება მას  ევალება“-განაცხადეს ქალაქის მერიაში. 

შეგახსენებთ, რომ დაზიანებული ფილების შეკეთებისთვის მერიამ 140 945 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად  „არადანს” ვადა 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე ჰქონდა.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა