რას გულისხმობს ე.წ. პარტიებისა და ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავი კანონი?
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება. სწორედ ამ კანონის საშუალებით აპირებს „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ პარტიის აკრძალვა.
რაც შეეხება ინდივიდების - კანონში შესული ცვლილებით, თუ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება. ამავდროულად, პოლიტიკური პარტიების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.
როგორც ცნობილია „ქართული ოცნება“ მისათვის მიუღებელ ათამდე იოპოზიციური პარტიის აკრძალვას აპირებს. დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მოთხოვნას და მიიღებს თუ არა დიქტატურის ოფიციალურად გამოცხადების გადაწყვეტილებას, ეს ძნელი მისახვედრი არ არის.
ავტორი: