|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უკავშირდება ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული ატესტაცია–კონკურსის წესში შესული ცვლილება?

ქუთაისის საკრებულომ  კენჭი უყარა ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე მერისათვის თანხმობის საკითხს. საკრებულომ ძალადაკარგულად გამოცხადდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ არსებული განკარგულებები, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ატესტაციის ჩატარების შესახებ და ვაკანტურ თანამდებობათა დაკავების არსებული წესები.

როგორც მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, არსებული ცვლილება მთავრობის ახალი დადგენილების შესაბამისად მოხდა და ის რეორგანიზაციასთან კავშირში არაა.

„პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ატესტაცია–კონკურსის შესახებ, ამით გამარტივდა საჯარო მოხელეებისთვის ეს წესი. წინა კანონში ეწერა რომ კონკურსის და  ატესტაციისთვის სავალდებულო იყო ტესტირება, ახლა კომისია გადაწყვეტს ატესტაცია–კონკურსის ეტაპს, კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად გადაწყვეტს მოხდება ტესტირება თუ რა ეტაპის გავლა მოუწევს თანამშრომელს. ეს ცვლილება ერთიანი იქნება და არა ინდივიდუალური. ამას რეორგანიზაციასთან არაფერი აქვს საერთო და არ ხდება წინა ხელისუფლების გატარებული რეორგანიზაციის საპირისპიროდ“,–განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

ცვლილება საკრებულომ უკვე დაამტკიცა. კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მაცნე-ზე გამოქვეყნდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა