|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას მალავს ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე?

ქუთაისის 100 საფეხურიანი კიბე ყველასთვის ცნობილია, ის ერთგვარად ქალაქის სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენდა თუმცა, იშვითად ვინმემ თუ იცის, რა საიდუმლო იმალება ბალახვნის კიბის ქვემოთ. კიბეზე დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოძრაობს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სამდარბაზიანი რესტორნის თავზე გადაადგილდებიან.

რესტორანი "ლეჩხუმი", რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი, ოთარ ყურაშვილმა 1982 წელს დაარსა. მას არაერთი საბჭოთა მაღალჩინოსანი და უცხოელი სტუმრობდა. დღეს კი ბალახვნის კიბეების მოუწესრიგებლობის გამო რესტორანში წყალი ჩადის, რაც მისი დახურვის მთავარი მიზეზი გახდა.

 

90 წლის მეპატრონე ვერ თმობს საკუთარ ნაშრომს და აღდგენის მოლოდინით ყოველ დღე მიდის გაუქმებულ სამსახურში.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.26%
გაუარესდა - 52.78%
არ შეცვლილა - 12.96%
სულ - 108 ხმა