|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას პირდება სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს?

მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისში დღეს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა "ახალგაზრდა ადვოკატებმა"  სკოლის მოსწავლეებთან და დაინტერესებულ პირებთან გამართეს. 

ორგანიზაციის"ახალგაზრდა ადვოკატები" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სახელმწიფო მიგრანტებს  ყველა პირობას უქმნის რეინტეგრაციისთვის.

"დევნილთა სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია გავმართეთ, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტების რეზოციალიზაციის პროგრამას. ჩვენ ვახორციელებთ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას მიგრანტებისთვის. სახელმწიფო მიგრანტებს, უფასო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს, ასევე უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით 3 თვის განმავლობაში, უფასო იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, ასევე  ბიზნეს იდეების დაფინანსებს.  ამ მიმართულებებით სახელმწიფო უფასო მომსახურებას უწევს სამშობლოში დაბრუნებულ არალეგალ მიგრანტებს. მნიშვნელოვანია,  რომ  მეტი ადამიანმა ისარგებლოს პროექტით",-აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილიმა.

როგორც გაირკვა,  აღნიშნული პროექტისთვის სახელმწიფომ 20 000 ლარი გამოყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმათა.  ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, რათა მოსახლეობას ქონდეს ინფორმაცია,  თუ რას პირდება სახელმწიფო უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მიგრანტებს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა