|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რას უნდა გავემიჯნო?- ხალხმა გამოხატა თავისი ნება-სურვილი"

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დღეს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამავე დროს "ქარული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.

"დაპირისპირება არ ყოფილა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია. მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არ ყოფილან იქ, მოსახლეობა იყო გასული. მათ გააპროტესტეს "ნაცების" არსებობა და მათი მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს ეს ორგანიზაცია",- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ "ნიუპრესთან" საუბარში.  

კითხვაზე, რა შეფასებას აძლევს და ემიჯნება თუ არა მომხდარ ფაქტს, ჭიღვარიამ განაცხადა; "რას უნდა გავემიჯნო?- ხალხმა გამოხატა თავისი ნება-სურვილი."

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა