|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ცენტრალური გათბობის შერჩევის დროს

ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საკითხია თქვენი სახლის კომფორტულ სივრცედ გადასაქცევად.  მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლოთ, რომელიც პროფესიონალ გუნდსა და თანამედროვე მიდგომებს აერთიანებს. საქართველოში ამ მხრივ ყველაზე გამოცდილ და მოთხოვნად პროვაიდერებს შორის ერთ-ერთი თერმოინდუსტრიაა, რომელიც, ბაზარზე გათბობის სისტემების ყველაზე ფართო ასორტიმენტითაა ცნობილი.

რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობის სისტემის მონტაჟისას?

ცენტრალური გათბობის შერჩევა ბინის ტიპზეა დამოკიდებული. თუ ახლადშეძენილი ბინისთვის აკეთებთ არჩევანს, მაშინ მილები იატაკში უნდა მოათავსოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე ხარისხიანი მასალა შეიძინოთ, რადგან ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში იატაკის აყრა არ მოგიხდეთ. თუ უკვე გარემონტებული ბინისთვის არჩევთ გათბობის სისტემას, მაშინ საშუალო ხარისხის მილების გაყვანა კედლებზეც დასაშვებია. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია უძრავი ქონების მფლობელმა ეკონომია გააკეთოს ვიზუალურ მხარეზე (ამ შემთხვევაში რადიატორზე) და მაღალი ხარისხის მილები შეიძინოს.

ცენტრალური გათბობის მონტაჟამდე კეთდება ბინის თბოპროექტი, ითვლება ბინის თბოდანაკარგი, რომელიც სართულის, კედლის მასალის მითითებით, სპეციალურ პროგრამაში ანგარიშდება. თუ ეს პროცესი არასწორად წარიმართა და სახლში რადიატორების არასაკმარისი რაოდენობა დამონტაჟდა, სივრცე სათანადოდ ვერ გათბება, რაც მცხოვრებთათვის დიდი დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი გახდება.

როგორ შევარჩიოთ რადიატორი?

თერმოინდუსტრიის ასორტიმენტში ფოლადის, ალუმინის და თუჯის რადიატორებია წარმოდგენილი. ალუმინის მასალა სექციურად მარტივად დასაყოფია, რაც ფოლადის რადიატორების შემთხვევაში შეუძლებელია (ამ ტიპის მასალა სტანდარტული ზომებით იწარმოება). თუჯის რადიატორებს ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი აქვს. ამ ტიპის პროდუქტი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს და მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კოროზიამედეგობაა, რაც დაზიანების რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.

კომპანია ISO სერტიფიკატის მფლობელი 35-ზე მეტი ბრენდის პროდუქტის იმპორტს ევროპის კონტინენტიდან ახორციელებს. თერმოინდუსტრიის მთავარი უპირატესობა გამოცდილი გუნდია, რომელიც ყიდვიდან სისტემის მონტაჟამდე სრულ მომსახურებას გაგიწევთ. ამით  არაპროფესიონალ ხელოსნებთან ურთიერთობას და კუსტარულად დამონტაჟებული გათბობის სისტემებისგან გამოწვეულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან. 2012 წლიდან კომპანია ბაზარზე ლიდერ პოზიციებს იკავებს, რადგან ის მომხმარებელთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. გათბობის სისტემა წლების განმავლობაში მოახდენს თქვენი ცხოვრების თითოეული დღის კომფორტზე გავლენას, ამიტომ ამ საკითხის ორგანიზება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ და პასუხისმგებლიან კომპანიას უნდა ანდოთ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა