|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ უბრუნებენ გიმნაზიელ გოგონას კალათს?

ქუთაისში, მესამე სკოლის წინ "გიმნაზიელი გოგო" ამ დრომდე კალათის გარეშეა. სკულპტურა გასულ წელს დააზიანეს და მასზე დამაგრებული რკინის კალათი მოტეხეს. როგორც მაშინ  მესამე სკოლის დირექტორმა თამაზ ჭაბუკიანმა "ნიუპრესს" განუცხადა,  კალათი მასთან ინახება. მან ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ნივთს რამდენიმე დღეში დააბრუნებენ ადგილზე. თუმცა ამ დრომდე "გიმნაზიელი გოგო" კალათის გარეშე დგას.  

როგორც მერიაში განმარტავენ, ნივთს თავდაპირველ პატრონს მალე დაუბრუნებენ. თუმცა, შეხვდება თუ არა გინმაზიელი გოგონა "ორმაისობას" კალათით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ძეგლი რამდენიმე წლის წინ სწორედ "გვირილობის" დღესასწაულზე "გვირილობის" ტრადიციას აღსანიშნავად დაიდგა.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი