რატომ არ გახდა ქუთაისში პარკირება ფასიანი?
ქუთაისში პარკირება კვლავ უფასოა. მერიის ინიციატივით, 274 ადგილზე ავტომობილის გაჩერება ამ დროისთვის კვლავ უფასოდაა შესაძლებელი. მერიის მიერ შექმნილი საწარმოს "პარკინგსერვისის" დირექტორის ირაკლი სარიშვილის განცხადებით, პარკირებისთვის მძღოლებს თანხის გადახდა 15 იანვრის შემდეგ მოუწევთ. თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ პარკირება ფასიანი 1 იანვირიდან გახდებოდა, თუმცა ცვლილება საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება.
რაც შეეხება ადგილებს, ხდება მათი მოწესრიგება, დახაზვა და ფირნიშების დადგმა. 15 იანვრის შემდეგ მოქალაქეები ფასიან სადგომზე ავტომობილის გაჩერებისათვის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან. შესაძლებელი იქნება გადახდა სწრაფი გადახდის აპარატითაც.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















