|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ეწინააღმდეგებიან ბაღდათში კვირიკაშვილის თავმჯდომარეობას?

 ბაღდათის სოფელ წითელხევის # 26 საუბნო კომისიის ხუთმა წევრმა კომისიის წევრობაზე უარი ერთდროულად განაცხადა. ინფორმაცია კომისიის წევრების მიერ განცხადების დაწერის შესახებ "ნიუპრესს"  ბაღდათის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ სიგუნავამ დაუდასტურა. 

სიგუნავას განცხადებით, წითელხევის #26 უბნიდან კომისიის 5 წევრმა დაწერა განცხადება საუბნო კომისიიიდან გაწვევის მოთხოვით. 

პროცედურის მიხედვით, საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა, რის შემდეგაც მოხდება უბნის შემადგენლობის განახლება.

სიგუნავას არ აინტერესებს, თუ რა მოტივით თქვეს უარი კომისიის წევრობაზე ამ ადამიანებმა. მისი თქმით, საოლქო კომისიის მიერ საუბნო კომიისიის წევრებზე ზეწოლა არ მომხდარა.

 

#26 საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის 6 წევრი, რომლებიც ნეიტრალური ნიშნით არიან დანიშნული,  შტაბში დაიბარეს და  კომისიის წევრობაზე უარის თქმა მოთხოვეს.

კვირიკაშვილის თქმით, 5-მა მათგანმა მითითება შეასრულა, მხოლოდ ერთმა არ დაწერა განცხადება. მმართველი ძალის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კვირიკაშვილი საუბნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის წარდგენილი.  როგორც ალექსანდრე კვირიკაშვილი აცხადებს,  ის პარტიის წევრი არ არის, არც  კომისიის თავმჯდომარეობაზე ჰქონდა პრეტენზია,  მაგრამ საუბნო კომისიის წევრებმა ის აირჩიეს და უარი არ უთქვამს.   

„საუბნო კომისიის სხდომაზე იყვნენ სრულიად ახლები, ამიტომ ამირჩიეს მე, რადგან  მუშაობის დიდი ხნის  გამოცდილება მაქვს. 1994 წლიდან  კომისიის თავმჯდომარე ვარ, ასევე ვმუშაობდი გამგეობაში. ჩემი ინტერესი არ იყო კომისიის თავმჯდომარეობა, მაგრამ რადგან გამოთქვეს სურვილი,  დავთანხმდი. ამის შემდეგ შტაბმა, ერთი ამბავი ატეხა, "ქართული ოცნების" წევრებმა შენ რატომ  დაგიჭირეს მხარიო,  თითქოს, მე დამეშანტაჟებიოს ისინი და მეთქვას, მე მომეცით ხმაო. ჩემი სურვილი არ იყო კომისიის თავმჯდომარე ვყოფილიყავი," -განაცხადა კვირიკაშვილმა. (სტილი დაცულია)

აქვე ვაქვეყნებთ კომისიის წევრების განცხადებებსაც, რომლებიც ერთი და იმავე თარიღით, 8 სექტემბრითაა დათარიღებული. საუბნო კომისიის შესარჩევი ხელახალი კონკურსი ბაღდათის #52 საოლქო კომისიამ დღეს გამოაცხადა. 

 

  

 

  

 

 

 

 

     ფოტოზე: ალექსანდრე კვირიკაშვილი

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა