|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ახალი მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო იქმნება

ქუთაისის მერიაში ახალი მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო შიქმნება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა ბიზნესმენების დაჯილოდების ცერემონილაზე ისაუბრა. შოთა მურღულიას განცხადებით, მუდმივმოქმედი საბჭო სხვადასვხა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

„ჩვენ ვცდილობთ  მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს, როგორც ბიზნესსექტორთან, ასევე ყველა სფეროსთან, ამიტომ შეიქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან ადამიანები, რომელთა მოსაზრებები  მნიშვენელოვანი იქნება ქალაქის განვითარებისათვის.  ისინი არიან პრაქტიკოსი ადამიანები და მათ კარგად იციან სად არის საჭირო მერიის ჩართულობა და ხელშეწყობა. ჩვენ მოვისმენთ მათ იდეებს და ვიმსჯელებთ, როგორ გამოვიყენოთ ის ქალაქის სასიკეთოდ განაცხადა“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი