დემურ სტურუას დედა: "რატომ მახსენეო, მომივარდა და მცემა"
დემურ სტურუას დედა ნაცემია. სამტრედიელი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიების პარალელურად, სამართალდამცველები ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნინო ჯოჯუას კითხავენ. მას თვითმკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხული ერთ-ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. სტურუას დედა სატელეფონო საუბრისას მომხდარის დეტალებს ყვება და უშუალოდ საქმის ერთ-ერთ მოწმის, დავით ნაცვლიშვილის მხრიდან მასზე ანგარიშსწორების ფაქტზე საუბრობს. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
„პოლიციის თანამშრომელი მისულა დავით ნაცვლიშვილთან და უთქვამს, ნონა გააჩერეო. ეს ვთქვით ჩვენ და პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ამის გამო გაგიჟდა, რატომ მახსენეთ მეო. მომივარდა და მცემა. ექსპერტიზაზეც ვიყავი, ისე ცუდად ვიყავი, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა,“ - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმა გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი თვითმკვლელობის ფაქტის მოხდენის შემდეგ პოლიციელის დაუკავებლობის ფაქტს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















