“რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?”
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განთლების სისტემის უმთავრეს პრობლემად „უინტერესო სკოლის“ არსებობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მიზანია სკოლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის დღესაა და რომ 2 წელიწადში ეს ასეც იქნება. მისი თქმით, მასწავლებლის როლი – სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწვალეს განათლება, უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია თავად საკითხის შინაარსი, რაც მეტწილად გადამწყვეტ როლს თამაშობს.
„ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერსებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს. იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და შესაბამისად, ეს საჭიროც იყო “ – აღნიშნა მინისტრმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















