რაჭაში სტიქიამ 400-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა
რაჭაში - სოფელ ღებში 400-მდე ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია, -ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ონის რაიონის მაღალმთიან თემში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები. წყალმა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი წაიღო, რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია სავალი გზის ნაწილიც. გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ვითარებას ისიც ართულებს, რომ რაჭაში კვლავაც გადაუღებლად წვიმს.
ონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის ალექსანდრე ჯაფარიძის თქმით, ღებში გზის აღდგენას 3-4 დღე დასჭირდება.
“ტექნიკა მობილიზებულია, რა წუთშიc ჩადგება წყლები, გზა იქნება გამავალი, სულ რაღაც 3-4 დღეში. სოფელი გომის მიმართულებითაც წაღებულია 2 ხიდი, სადაც ასევე მობილიზებულია ყველანაირი ტექნიკა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.
ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.
ქუთაისი-ალპანა-შოვი-მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე წარმოქმნილია მეწყრული კერები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















