|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში 5 ადამიანი რჩება, 4 კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა სოფელ აგარასთან დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი გზიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, გზიდან გადავარდნილი მინი ავტობუსი ხემ შეაჩერა, რამაც მგზავრები გადაარჩინა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: