რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა გაიხსნა
ქუთაისში რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა გაიხსნა. ქუჩა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია 7 თვით ადრე დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე 2,2 კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა, შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება.
ნიკეას ქუჩა ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელი გახდება. მისი რეაბილიტაციისათვის 7 698 556 ლარი გაიხარჯა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















