რეაბილიტირებული "თეთრი ხიდის" ნაწილი ამ დრომდე გადაკეტილია [PHOTO]
რეაბილიტირებული "თეთრი ხიდის" ნაწილი ამ დრომდე გადაკეტილია და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება ხიდის მხოლოდ ერთ ნაწილზე უწევთ.
როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ხიდი სრულად რამდენიმე დღეში გაიხსნება.
"მინის კონსტუქციის ირგვლივ სილიკონი უნდა გამშრალიყო. რომ არ დაზიანდეს და ფეხით მოსიარუსეებმა არ იარონ, ამიტომ გადავკეთეთ. როდესაც გაშრება, შემდეგ პრობლემა აღარ იქნება. ცუდმა ამინდებმაც მოუსწრო... ალბათ, ამ დღეებში გავხსნით"- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.
რეაბილიტირებული "თეთრი ხიდი" ოფიციალურად 3 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა ხარვეზები რამდენიმე დღეში გამოჩნდა. ხიდზე სამუშაოები გაგრძელდა, რის გამოც ხიდის ნაწილი გადაიკეტა.
შეგახსენებთ, "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები, რომელიც ყაზახური კომპანიის "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალმა შეასრულა, დაგეგმილი 2 თვის ნაცვლად 5 თვე გაგრძელდა. კომპანიამ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, თუმცა სამუშაოების გაჭიანურებისათვის მას 20 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრება.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















