"რეაგირება ყოველთვის ნული იყო და ახლაც ასეა"
ძლიერმა წვიმის შედეგად ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში სახლები დატბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაჩაბლისა და შერვაშიძის ქუჩაზე.
მაჩაბლის ქუჩის მცხოვრები მაკა მიქაუტაძე აცხადებს, რომ კანალიზაციის არარსებობის ყოველი წვიმის დროს დასახლებას პრობლემები ექმნება.
"მთავარი პრობლემა ის არის, რომ კანალიზაცია არ გვაქვს, ყველანაირი წყალი არხზეა მიერთებული, რომელიც საუკუნეა არ გაწმენდილა და ნაგვითაა სავსე, მე მაჩაბლის ქუჩაზე ვცხოვრობ და ეზო დამეტბორა, შერვაშიძეზე უარესი მდგომარეობაა, მანქანები ვერ გამოყავთ გარეთ, როგორც კი წამოწვიმს. ოდესმე ხომ უნდა გვეშველოს და ეშველოს ამ მდგომარეობას. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ რეაგირება ყოველთვის იყო ნული და ახლაც ასეა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
ადგილზე ახალი პოლიტიკურ ცენტრის "გირჩი" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი იმყოფებოდა. ცამციშვილის თქმით, ქალაქის თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს არსებული პრობლემის გამო.
„ყველაზე რთული მდგომარეობა არის აქ, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ხალხი ვერ ახერხებს სახლებიდან გამოსვლას, ამ უბანში გადის არხი ეზოებში, რომელიც არ იწმინდება, რამდენიმეჯერ მივმართეთ მერიას, მაგრად უშედეგოდ, ზაფხულზე ქვეწარმავლებითაა სავსე დასახლება, ზამთარში წყალშია ჩაძირული”, -აღნიშნა ცამციშვილმა.
როგორც ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, სახლების დატბორვა მდინარე ოღასკურას კალაპოტიდან გადმოსვლამ გამოიწვია და შესაბამისი ჯგუფები პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფება ქალაქის მერი შოთა მურღულია.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















