|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერი რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველყოფას პრიორიტეტად ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, სადაც რეგიონებში არსებული პრობლემები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე. ისაუბრეს რეგიონების განვითარების პერსპექტივებსა და ინვესტიციების მოზიდვის გზებზე.

მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის, გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ასევე ხაზი გაესვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა