|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი განთავსდება

რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ცენტრი საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.

სპეციალისტების განცხადებით, სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების ეს მეთოდი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.

,,ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი. შესაბამისად, აკადემიურ მხარეს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ცენტრის ბაზაზე მოხდება მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით მომავალი თაობების აღზრდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის გერმანიის „იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ , გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან”, „აახენის უნივერსიტეტთან” და „კიოლნის უნივერსიტეტთან”, ასევე საფრანგეთში „რენის უნივერსიტეტთან“. ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანია ,,IBA“-თან , რომელიც ცნობილია ე.წ. ციკლოტრონების წარმოებით. სწორედ პროტონული თერაპიის ბაზაზე მოხდება სიმსივნის მკურნალობა.

სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა თანამედროვე ამაჩქარებლით - ციკლოტრონით ამ ცენტრში დაიწყება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევითი ცენტრის მშენებლობას ქართუ აფინანსებს. ფონდმა ისტორიული პროექტისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა