რეჟისორ პაატა მილორავას „ურჩები“ მესხიშვილის თეატრში
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ტელე–კინო–დრამის რეჟისორ პაატა მილორავას წიგნის „ურჩები“ პრეზენტაცია მოეწყო. წიგნში რეჟისორის მოთხრობები და ნოველებია შესული.
თეატრში გამართულ ღონისძიებას პაატა მილორავას მეგობრები, კოლეგები და მსახიობები ესწრებოდნენ. მათ მწერალისა და რეჟისორის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ღონისძიება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის ორგანიზებით გაიმართა.
„ეს იყო გენიალური ადამიანი, არაჩვეულებრივი რეჟისორი. მისი წასვლით ბევრი რამ დაკარგა ქართულმა თეატრმა. პაატა მილორავამ არაერთი სპექტაკლი დადგა მესხიშვილის თეატრში. მე მის შემოქმედებას ქუთაისში ჩამოსვლამდე ვიცნობდი. სამწუხაროა, რომ მასზე წარსულში გვიწევს საუბარი“,–განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ.
პაატა მილორავა 1959 წელს დაიბადა თბილისში, მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1990 წელს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. საკუთარი სცენარით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები „იქ ჩვენთან“, „წინა დღეს“, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ვირთხა“ და მხატვრული ფილმი „ჯერ შეიცადეთ“. არის არაერთი პრიზის მფლობელი. ის 2014 წელს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















