|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რიგგარეშე არჩევნების დროს ხელისუფლებას მეტი ბერკეტი აქვს გავლენების გამოსაყენებლად"

რიგგარეშე არჩევნებში ხელისუფლებას მეტი ბერკეტი აქვს თავისი გავლენების გამოსაყენებლად- განაცხადა ნოდარ ჯიქიამ "საიაში" გამართულ შეხვედრაზე, რომელიც  წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევების მონიტორინგის კოორდინაციას უკავშირდებოდა. 

"საიას" პროგრამების ხელმძღვანელის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, ორგანიზაციას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც 19 მაისს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, თავისი წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც დარღვევების მონიტორინგს მოახდენენ.  

 "რიგგარეშე არჩევნების დროს ხელისუფლებას მეტი ბერკეტი აქვს თავისი გავლენების გამოსაყენებლად. ჩვენ ყველა რეგიონში, სადაც რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები, ისინი დააკვირდებიან ისეთ შესაძლო დარღვევებს, როგორიცაა  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ეს ასევე შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობას შეხვედრებში, ასევე ბიუჯეტებში მანამდე არარსებული პროგრამების გაჩენას, ასევე სარეზერვო ფონდებიდან თანხების გულუხვად გაცემას", -განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

 რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება. იმერეთში მერების რიგგარეშე არჩევნები  ზესტაფონის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში,  საკრებულოების შუალედური არჩევნები კი ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის და წყალტუბოსა მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა