|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რიონის პირას ხეების მოჭრას მოსახლეობა აპროტესტებს

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიერ  ამჯერად რუსთაველის ხიდის ქვეშ, მდინარე რიონის მარცხენა სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა.  სამუშაოების დროს მოიჭრა რამდენიმე ძირი ხე.

ხეების მოჭრას ადგილობრივები აპროტესტებენ. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტავენ, ტერიტორიის გაწმენდას მიესალმებიან, თუმცა თვლიან, რომ ხეების მოჭრა აუცილებელი არ იყო. მათი თქმით, მდინარის პირას ხეების მოჭრა ეროზიის შესაძლებლობას ზრდის. 

"წლებია, ეს ადგილი თვითნებურ ნაგავსაყრელად არის ქცეული, რამდენჯერმე გაიწმინდა ნარჩენებისგან, მაგრამ ისევ ხდებოდა დაყრა. ამჯერად, მოხდა ბალახის მოთიბვა და ეკალ-ბარდების გადაჭრა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სამუშაოებს ხეები შეეწირა.  რამდენიმე ძირი ხე და მწვანე ბუჩქი იყო, რომელიც ტერიტორიას იცავდა. იქ რთული გზა არის, რიონთან ახლოს არის  და მოაჯირის ნაცვლად გამოიყენებდნენ მოქალაქეები ამ ხეებს, ახლა კი ცარიელი ადგილი დარჩა და თითქოს საფრთხის შეგრძნება  გვაქვს. ამასთან, ეს ხეები საჭირო იყო ტერიტორიის დასაცავად, რიონის პირას, ისედაც არამდგრადი ტერიტორიაა და ხეები ნიადაგის მოძრაობას აჩერებდა, მით უმეტეს უკვე დაზიანებულია გზის ნაწილი"-აცხადებენ მოქალაქეები.

ააიპში ხეების მოჭრას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ხეების მოჭრა არ დაფიქსირებულა და მხოლოდ თვითნებურად ამოსული ეკალ-ბარდებისგან გათავისუფლდა ტერიტორია. 

"მოითიბა ბალახი და გაიწმინდა ტერიტორია, მოიჭრა თვითნებურად ამოსული ეკალ-ბარდები და ხეების მოჭრა არ დაფიქსრებულა, რაიმე მსხმოიარე ან მრავალწლოვანი მცენარე არ მოჭრილა"-აცხადებენ ააიპში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა