რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 30 მილიონ ლარს აღწევს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარს აღწევს- ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატების განცხადებით კი, პროექტის ღირებულება, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის განმარტებით კი, რეგიონული განვითარების ფონდმა კონკრეტული მასალები მოითხოვა, რაც რიონის წყლის დონის აქტივობას, ასევე შენობების და მიწის ნაკვეთების დამადასტურებელ საბუთებს გულისხმობს. ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, თანხმობის შემთხვევაში, მერია პროექტზე ტენდერს გამოაცხადეს.
რა ვადებში შეიძლება დასრულდეს მასალების შესწავლა, ჩხიკვაძე კონკრეტულ პასუხს ვერ ამბობს და აცხადებს, რომ ამ კითხვაზე რეგიონული განვითარების ფონდმა უნდა უპასუხოს.
პროექტის განხორციელების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია. მათი განცხადებით, ეს პოპულისტური პროექტია, რომლის განხორცილებაც სათუოა.
შეგახსენებთ, ქუთაისის ვიცე მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, პროექტის მინიმალური სავარუდო ღირებულება 15 მილიონი ლარია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















