|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რით იყო 1992 წლის პარლამენტი ცუდი?!" -გოგი წულაია ნულპროცენტიანი ბარიერის შესახებ

ორი მოწვევის 1992-1995 და 2004-2008 წლების  პარლამენტის დეპუტატს,  პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს გოგი წულაიას ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღების შემთხვევაში პარლამეტში ისევ ვიხილავთ. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ნულპოცენტიანი სარჩევნო ბარიერის შემოღებას მიესალმება.

წულაია 1992 წლის მოწვევის პარლამენტის ამბებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ნულოვანი ბარიერის შემოღების შემთხვევაში  გადაწყვეტილებების მიღება ერთი კონტრეტული ძალის დირექტივის შედეგად აღარ მოხდება და არსებული პოლიტიკური ძალების კონსესუსი გახდება საჭირო. 

"დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე სწორი გამოსავალი ნულოვანი ბარიერია და  პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და ასე ერთპარტიულად ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას.  1992 წლის პარლამენტს იხსენებენ და რით იყო ის პარლამენტი ცუდი? ასე ადვილად არ ხდებოდა გადაწყვეტილებების გატანა. მაგალითად, როდესაც ესენგეში შესვლის გადაწყვეტილებას იღებდნენ და თამამად შემიოძლია თქმა, მე არ მიმიცია ხმა ამ გადაწყვეტილებისთვის, ისე გაუჭირდათ ხმების შეგროვება, რომ ერთ-ერთ დეპუტატს მეუღლის გასვენება მიატოვებინეს და პარლამენტში მოიყვანეს, ზურაბ წერეთელი ჩამოიყვანეს მოსკოვიდან და ისევ რომ უნდა დაბრუნებულიყო, 3-4 საათით გადადეს თვითმფრინავის რეისი..  ასეთი პარლამენტი იქნება ახლაც, სადაც დებატებიც იქნება,  მსჯელობაც, ჩხუბიც და ყველაფერი, რაც წაადგება საქართველოს, მე მივესალმები ნულოვან ბარიერს", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

მისი თქმით, სავარაუდოდ, 11-12 პარტია მოხვდება პარლამენტში, რომლებიც შექმნიან ფრაქციებს, შემდეგ ეტაპზე უკვე შესაძლებელი იქნება სამპროცენტიანი ბარიერის შემოღება. იმ პარტიების მისამართით, რომლებიც 3-პროცენტიანი ბარიერს ემხრობიან, აცხადებს, რომ მაშინ თანხების ხარჯვის ნაწილიც შეიცვალოს. 

"კარგი იყოს 3-პროცენტიანი ბარიერი, მაგრამ დაწესდეს მაშინ თანხის ხარჯვის ბარიერი, საეთერო დრო თანაბრად გადანაწილდეს, პლაკატები სახელმწიფომ დაბეჭდოს თანაბარი რაოდებობით"-აცხადებს წულაია.

 ხვალინდელ შეხვედრაზე გოგი წულაიას განცხადებით, პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ,  საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება. რეფორმის ინიციატივა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში  გულისხმობს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა