"ღმერთმა მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ სრულყოფილების კიბეზე "
"დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად. მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, დღევანდელ დღეს ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. სახარებაში წერია, რომ ორი ადამიანი მეზვერე და ფარისეველი შევიდნენ ტაძარაში, ფარისეველი დადგა წინ და მეზვერე ტაძრის უკან. მეზვერე გრძნობდა თავის უღირსებად თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი წარსდგა წინ და ამბობდა, გმადლობ შენ უფალო, რომ არ ვარ ისეთი როგორც სხვა ადამიანებია, ავაზაკები. კვირაში ორჯერ ვმარხულობ, შესაწირსაც ვაძლევ. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს, მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგებისას ბრძანა.
"ვინც აღიმაღლებს თავსა თვისსა იგი დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავსა იგი ამაღლდება, ეს არის გზა სასუფველისკენ , სიმდაბლე, განცდა ცოდვების და არა განკითხვა. ღმერთმა მოგვანიჭოს სიმდაბლე რათა ავიდეთ სრულყოფილების კიბეზე და გავხდეთ ღირსი სასუფევლისა",- ბრძანა პატრიარქმა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















