როდის დაიწყება და დასრულდება სასწავლო წელი?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სწავლის და არდადეგების ახალი თარიღები ამოქმედდა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი.
იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.
პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.
თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.
საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვრა 8 მარტიდან 15 მარტამდე.
ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















