|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში, ბაგა–ბაღებსა და უნივერსიტეტებში?

2016–17 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბით 30 დეკემბერს დაიწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები პარასკევს, 30 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი ორშაბათს, 16 იანვარს განახლდება. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტი დროით გაუხანგრძლივდებათ.  

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ისინი თავად განსაზღვრავენ

ქუთაისის ბაგა-ბაღების 37 ფილიალში სასწავლო პროცესი 31 დეკემბერს შეწყდება და არდადეგები 23 იანვრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი შეწყდება 31 დეკემბერს. 1 იანვრიდან დაიწყება საშობაო არდადეგები, რომელიც დასრულდება 8 იანვარს.

"ქუთაისის უნივერსიტეტში" სწავლა 13 იანვრამდე გრძელდება. რაც შეეხება საშობაო არდადეგებს, სტუდენტების დასვენება  მხოლოდ 3 დღეს - 31 დეკემბერს, 1-ლ და 2 იანვარს მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა