|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კინო თეატრი ორ თვეში გაიხსნება

ქუთაისში, ყოფილი „კინო საქართველოს“  სრულად ამოქმედება თებერალში იგეგმება. კინო თეატრში უკვე მოეწყო კინოდარბაზები. ჯამში, 7 დარბაზი იმუშავებს, რომელთაგანაც ორი 3D ფორმატისაა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელიც 20 იანვრისთვის დასრულდება. როგორც კინო-თეატრის წილის მფლობელი კახა ჭუმბურიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, სამუშოები უახლოეს დროში დასრულდება.

"დატვირთულ  რეჟიმში ვმუშაობთ, რომ სამუშაოები მალე დასრულდეს. ახლა ტექნიკურ სრულყოფაზე ვმუშაობთ,  20 რიცხვისთვის ველოდებით  სამუშაოების  საბოლოო დასრულებას, შემოწმებას.   დაახლოებით, ორ თვეში უნდა გაიხსნას. ყველანაირად ვეცდებით, რომ თებერვალში  კინო თეატრი სრულად გაიხსნას",- განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

კინოდარბაზები ერთობლივად 400-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. კინო თეატრში უკვე გაიხსნა რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა